„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
მზადება თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შესახვედრად ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიემგზავრება.
მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი თემა ალასკაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა და ვლადიმირ პუტინის მიერ დაყენებული მოთხოვნები იქნება.
პრესაში გავრცელებული ცნობებით, პუტინი დონეცკის ოლქის მთლიანად დათმობას ითხოვს, სანაცვლოდ კი უკრაინას ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს, ასევე ფრონტის ხაზს გაყინავს ხერსონსა და ზაპოროჟიეში.
ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცმა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის წითელი ხაზია. თავად ტრამპი კი რუსეთთან დაკავშირებით დიდ პროგრესს აანონსებს და აცხადებს, რომ ალასკაში გამართული სამიტი შესანიშნავი იყო.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით, რომელიც Roll Call-მა გაავრცელა, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით 13:15-ზე დაიწყება და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება. შემდეგ კი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან.
როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, დღეს აშშ-ისთვის „დიდი დღეა“.
„ამდენი ევროპელი ლიდერი არასდროს გვყოლია ერთდროულად. ჩემთვის დიდი პატივია მათი მასპინძლობა“, – წერს ტრამპი.