თამარ ტალიაშვილი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ ისტორიული შეთანხმების გაფორმებას ულოცავს

თამარ ტალიაშვილი

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ ისტორიული შეთანხმების გაფორმებას ულოცავს.

როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი მშვიდობის განმტკიცება.

„მსურს, ამ პლატფორმაზეც მივულოცო ჩემს კოლეგებს, აშშ-ში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ხაზარ იბრაჰიმსა და აშშ-ში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლილიტ მაკუნცს მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ ისტორიული შეთანხმების გაფორმება.

საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი მშვიდობის განმტკიცება. ეს უმნიშვნელოვანესი შეთანხმება კი რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას“, - წერს ტალიაშვილი.