იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
 
                                                                რეგიონის ეკონომიკა მდგრად, ეფექტიან და სტაბილურ განვითარებას განაგრძობს, რაც ფინანსური დოკუმენტების მაჩვენებლებითაც დასტურდება, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი ნიშნავს კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის.
„2026 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დავასრულეთ. მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მილიარდიან ნიშნულს აჭარბებს, ხოლო შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 800 მილიონამდე ლარს შეადგენს. ფინანსური დოკუმენტის ასეთი მაჩვენებლები ნიშნავს იმას, რომ რეგიონის ეკონომიკა მდგრად, ეფექტიან და სტაბილურ განვითარებას განაგრძობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს საქმიანობა და შესაბამისად, დასაქმების დინამიკა აჭარაში მზარდია.
მილიარდზე მეტი მოცულობის ბიუჯეტი უპირველეს ყოვლისა არის მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბიუჯეტის ზრდა რა თქმა უნდა ნიშნავს, კიდევ უფრო მეტ პროგრამას, როგორც სოციალური, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ასევე, საგანმანათლებლო მიმართულებებით“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა.