საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1751225448
ქუჩა თუ არჩევნები - მარათონამდე 3 თვით ადრე, ორად გაყოფილი ოპოზიციური ფლანგი ისევ ვერ თანხმდება.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები არ მალავენ, რომ მათი სურვილი ხელისუფლების დამხობაა. ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე საკანონმდებლო ორგანოსთან შიმშილობენ.
პარლამენტთან არ დასხდნენ, თუმცა არჩევნებზე საუბარს ღალატს უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
რევოლუციურ გეგმებს ემიჯნება გახარიას გუნდი, სადაც უკვე დიდი ხანია არჩევნებისთვის ემზადებიან.
"ძლიერი საქართველო" კი კოლეგებს ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან ელოდება, თუმცა მინუს ალეკო ელისაშვილი. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტნიორი, ლიდერების დაკავების შემდეგ უკვე ღიად აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურს.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, შიმშილობა არის რადიკალური ფორმა, რომლის მეშვეობითაც პროტესტის გამოხატვას მათი პარტია არ ემხრობა.
"შიმშილობა გახლავთ უმძიმესი და რადიკალური ფორმა, რომელიც აირჩია კონკრეტულმა ადამიანმა. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ ფორმას. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენზე არ იმოქმედებს არც ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორები და არც საერთაშორისო მხრიდან გავრცელებული სხვადასხვა ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ერთადერთი გზა რეჟიმთან ბრძოლაში, მშვიდობიანი ფორმით, ცვლილებების განხორციელება და არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.