შალვა პაპუაშვილმა წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

შალვა პაპუაშვილმა წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წმინდა საყდრის სადესპანოში იმყოფებოდა, სადაც მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. ჩვენ ვიზიარებთ იმ ტკივილსა და მწუხარებას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია და მთელი კათოლიკური სამყარო განიცდის. პაპის გამორჩეულმა პიროვნებამ უმაღლესი მორალური პრინციპების მაგალითი მისცა არა მხოლოდ კათოლიკე მორწმუნეებს, არამედ ყველა ქრისტიანს. შეუძლებელია შეფასდეს მისი ღვაწლი, რომელიც ჩვენი სამყაროს უკეთესად გადაქცევას ისახავდა მიზნად. პაპ ფრანცისკეს სახელსა და ხსოვნას მომავალი თაობები ყოველთვის სიყვარულით მოიგონებენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სამძიმრის წიგნში.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, წმინდა საყდრის სადესპანოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.