შალვა პაპუაშვილი: ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების" მიერ ხელისუფლების „დამხობის" და „ყველას დასჯის" პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო

 შალვა პაპუაშვილი

 ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების" (!) მიერ ხელისუფლების „დამხობის" (!) და „ყველას დასჯის" (!) პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

„საგანგაშოა, რომ, ამგვარი ქცევით, ევროკავშირის საელჩო, ქართველების თვალში, ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.