როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.
დაჯილდოება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და ის სხვადასხვა საინტერესო სპიკერსა და თემატიკას დაეთმობა.
დაჯილდოების ცერემონიამდე, ღონისძიების პირველ ნაწილში, ბიზნესსაუბრები, პანელური დისკუსია და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სერია გაიმართება და მასზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს, წინასწარი რეგისტრაციით შეეძლება. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიების მთავარი თემა იქნება - „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.
ღონისძიების განრიგი:
I ნაწილი
18:00 - ღონისძიების გახსნა
18:30 - ბიზნესი საზღვრებს გარეთ
ნიკა ქურდიანი - TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი
18:50 - ქართული ღვინის გზა ევროპის დახლებამდე
გაგა მარგველაშვილი - “თბილღვინოს” დამფუძნებელი
19:00 - პანელური დისკუსია: რა უნდა ვიცოდეთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე?
გიორგი ისაკაძე, დაჩი ჭოლაძე, დავით ბარდაველიძე , თამარ სულუხია, ირაკლი ჩხაიძე
19:50 - ხუთშაბათის შეხვედრები: სპორტი, როგორც ბიზნესი
აკო ახალაია, ლევან ახვლედიანი, ტატო ბაციკაძე, ბაჩა მალაზონია
II ნაწილი
21:00 - ბიზნეს დაჯილდოების ცერემონია
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა შემდეგ ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი, Tegeta Business.
მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.