იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ქურდიც ფიქრობს, რომ მას ეკუთვნის რაღაც ნივთი და ამიტომ ეკუთვნის მას ცხოვრებისეულად, რომ რაღაცა ქონება ჰქონდეს, ამიტომ შედის სხვის სახლში და იპარავს იქიდან ნივთებს. ესენიც ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ, ძალით აიღონ ეს ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, ვინ არის პასუხისმგებელი იმ პროცესების განვითარებაზე, რაც საზოგადოებამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დროს იხილა.
„ეს არის ერთი და იგივე მორალი – კრიმინალური მორალი, როდესაც როგორც ქურდი ფიქრობს, რომ მას ცხოვრებისეულად ეკუთვნის რაღაც ქონება და სხვისას იღებს, ასე ფიქრობს ეს რადიკალური მოძრაობა, რომ მას უნდა ეკუთვნოდეს ხელისუფლება და ცდილობს, რომ ძალით აიღოს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აქ სხვადასხვა გრადაცია არის. არის უშუალოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და თქვენ ხედავთ, რომ შსს, უსაფრთხოების სამსახური მოქმედებენ ძალიან მაღალი სტანდარტით, მოქმედებენ ძალიან სისტემურად, ხდება განცალკევება იმისა, თუ ვის აქვს უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი და მათი იდენტიფიცირება და დაკავება. მეორე ნაწილი ეს არის შიდა პოლიტიკური ჯგუფები და ამაში მოიაზრებიან პარტიული და ენჯეო ჯგუფები, რომლებიც იყვნენ სრული მონაწილე 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებისა. ამაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ, თუ რა პასუხისმგებლობა აქვთ, მათ შორის ერთმანეთზეც ძალიან კარგად საუბრობენ სხვათა შორის, რა პასუხისმგებლობა აქვთ. კერძოდ ის, რომ ახლა ზოგიერთ ამ აქტივისტს, რომელიც 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე მივიდა იქ ხელისუფლების დასამხობად, ზუსტად იცოდა რისთვის მიდიოდა. მანამდე, ჰქონდათ რამდენიმეკვირიანი კამპანია ნეპალთან შედარებით, ზუსტად იცოდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება, სადაც უნდა შევარდნილიყვნენ და დაეღვარათ სისხლი. ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდა, სადაც მიდიოდა და ახლა ნურავინ თავს ნუ იკატუნებს, რომ 4 ოქტომბერს 16:00 საათზე იქ მივიდა იმისთვის, რომ უბრალოდ მისულიყო, გაესეირნა და ზოდელავასთვის მოესმინა და მერე სახლში დაბრუნებულიყო. ყველამ კარგად იცოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, მიხვდა ყველა, თუ რა შარში გაყვეს თავი.
„ახლა ცდილობენ ამის გადასხვაფერებას, თქმას, თითქოს არ ვიცოდი, არ მეგონა… ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას მოჰყვება პასუხისმგებლობა. აქ საბავშვო ბაღში არავინ არ არის და ყველამ ძალიან კარგად იცოდა ეს ყველაფერი. ამიტომ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის პოლიტიკოსები, ის „ენჯეოები“ და ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც 4 ოქტომბერს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ამ ქვეყნის დასამხობად მივიდა. ამ რამდენიმე ათასმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ისინი მონაწილენი იყვნენ ჩვენი ქვეყნის დამხობისა და ვერ შედგა ეს დამხობა“, – განაცხადა სალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე საუბრობს გარე აქტორების პასუხისმგებლობზე, რომლებიც, მისი თქმით, არიან მთავარი სულისჩამდგმელები სახელმწიფო გადატრიალებისა, რომელიც 4 ოქტომბერს ჩავარდა.
„მესამე პასუხისმგებლობა არის გარე აქტორების, გარე ძალების, რომლებიც სინამდვილეში არიან მთავარი სულისჩამდგმელები სახელმწიფო გადატრიალებისა, რომელიც 4 ოქტომბერს ჩავარდა. ისინი არიან მთავარი. მათ გარეშე არ იქნებოდა არაფერი. არ იქნებოდა ეს ძალადობა, არ იქნებოდა შევარდნები, არ იქნებოდა მანამდე პარლამენტის შტურმის მცდელობები, ეს არაფერი არ იქნებოდა, რომ არა გარე მხარდაჭერა, გარე დაფინანსება, გარე ორგანიზება. ვხედავთ უკვე ნელ-ნელა, ეს სახეები როგორ ჩანს. ჩვენ სხვადასხვა ეტაპი გავიარეთ ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებისა. ჩვენ ვნახეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომ ეს სცადეს პარტიების ხელით და ჩაუვარდათ. შემდეგ ვნახეთ 2021 წელს, ეს სცადეს მედია მენეჯერების ხელით. გახსოვთ მაშინდელი აქციები, როდესაც ჯერ კიდევ ჟურნალისტი იყო ზოგიერთი, რომელიც შემდეგ პოლიტიკაში აღმოჩნდა და სცადეს მედიების ხელით და ჩაუვარდათ. 2022 წელს ეს სცადეს შემდეგ „ენჯეოების“ ხელით, 2022 წლის ივნისში და ესეც ჩაუვარდათ და ახლა ვხედავთ, რომ პირდაპირ თავად ჩაერთნენ უცხო ძალები ხელისუფლების დამხობაში. ამას პირდაპირ ვხედავთ როგორც განცხადებებით, კიდევ ერთხელ – პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით დაანონსებულ შეკრებას. ეს დავინახეთ 4 ოქტომბერს, როდესაც გარე ძალებმა, პოლიტიკოსებმა, მათ შორის, მოლდოვის პრეზიდენტმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა მათ, ვინც პრეზიდენტის სასახლეს შტურმით იღებდა. ვხედავთ ახლა, როდესაც ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა აირიდონ თავიდან, ან აარიდონ მათ, ვინც ჩართული იყო ამ ქვეყნის დამხობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.