1758053825
შალვა პაპუაშვილი: დღეს აშშ-სა და ბრიუსელს შორის ღირებულებითი უფსკრულია, ყველა გმობს ძალადობას, თუმცა ევროკავშირის ბიუროკრატები აფინანსებენ „ენჯეოებს“, რომლებიც გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან

დღეს აშშ-სა და ბრიუსელს შორის ღირებულებითი უფსკრულია, მას შემდეგ, რაც აშშ-ში მოხდა ადმინისტრაციის ცვლილება, ახალი ადმინისტრაცია მკაფიოდ დგას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის მხარეს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მთლიან პროცესს ჩამორჩენილია ბრიუსელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი ამოვარდნილია იმ მდგომარეობიდან, რაც სამყაროშია.
„ყველა გმობს ძალადობას, ევროკომისიის პრესსპიკერი გამოდის და მხარს უჭერს მოძალადეს. ყველა გმობს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, ევროკავშირის, თუ ბრიუსელის სხვადასხვა ბიუროკრატი გამოდის და მხარს უჭერს, აფინანსებს იმ „ენჯეოებს“, რომლებიც გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს „ენჯეობი“, რომლებიც დღეს საუბრობენ, რომ უნდა ჩაშალონ 4 ოქტომბრის არჩევნები, რომლებიც დღეს არიან მონაწილე 4 ოქტომბერს ძალადობის ორგანიზებისა, ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ბატონი ელჩი ქართველ ხალხს იმის ღირსადაც არ აგდებს, რომ განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.