საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროკომისიის კრიტიკას პასუხობს

ნკ

 საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში პირველი არხის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ბრალდებები, მიზნად ისახავს არხის რეპუტაციის შელახვასა და საზოგადოებრივი ნდობის დაზიანებას.

პირველი არხის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მაუწყებელი მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი მანდატისა და ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტის დაცვით, არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური მიკერძოება, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო/ოდირი ადასტურებს.