„ბიზნესმენი მანქანაში ჩაცხრილეს, 20 ტყვია მოხვდა...“ - „ტიკილას“ მკვლელობის საქმე
1745700265
საქართველო, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, გმობს რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკის და ლუგანსკის აღიარებას, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
,,ჩვენ, საქართველო, მოძმე უკრაინის გვერდით ვდგავართ, როგორც უკრაინა დაგვიდგა გვერდით. მჯერა, რომ უკრაინაც და საქართველოც მალე გამთლიანდებიან და ვუსურვებ მშვიდობას“, - წერს კალაძე.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.