საქართველო აშშ-ის მიერ ინიცირებულ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა

ტალიაშვილი

საქართველო აშშ-ის მიერ ინიცირებულ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა. ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ხელი მოაწერა „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პარტნიორობის“ ერთობლივ დეკლარაციას.

ინიციატივა მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციების მხარდაჭერასა და გლობალურ ტექნოლოგიურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას“, – აღნიშნულია ელჩის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

✕