ჩარლი კირკის მკვლელს ამ დრომდე ეძებენ - პოლიციას სავარაუდო დამნაშავის ფოტოები აქვს
1757600773
ადამიანის მოკვლა მხოლოდ იმიტომ, რომ სიტყვით ვერ დაუპირისპირდი და მთელი ეს მემარცხენე იდეოლოგიის ხალხი ამერიკაში ყოველდღიურად, ყველა დებატში ანადგურებდა, ამ სოციალისტების დაგროვებული ბოღმა საბოლოოდ ითარგმნა იმაში, რომ ვიღაცამ ეს პატიოსანი ადამიანი მოკლა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროა უბრალოდ ის, რომ საქართველოში მოიძებნა ადამიანთა ნაწილი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ პროდასავლელები არიან, რაღაც ესმით დემოკრატიაში, თუ სიტყვის თავისუფლებაში და უხარიათ ჩარლი კირკის მკვლელობა. ასეთი ხალხი არა მარტო დასავლეთს უტეხავს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველაფერს აკეთებს, რათა ნორმალური წესრიგი არ დამყარდეს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.