„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
სალომე ზურაბიშვილმა სამართლიანად გააკრიტიკა ხელისუფლება, თუმცა მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, მასაც შეეძლო, ემოქმედა, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგის შეფასებისას.
ლომჯარიას თქმით, რეზოლუციაში ნიკა გვარამიაზეც წერია და პრეზიდენტმა გვერდი აუარა მისი შეწყალების საკითხს.
„იყო საკითხები, რაშიც ვეთანხმები პრეზიდენტს; მაგალითად, მან სამართლიანად გააკრიტიკა ხელისუფლება განუხორციელებელი რეფორმების გამო და იმ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რაც საქართველომ აიღო ევროკავშირის წინაშე; თუმცა, მეორე მხრივ, მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან – თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები, რისი მიღებაც, მისი აზრით, იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო, ემოქმედა ან ვეტო დაედო; ან შეუძლია შეწყალების უფლების გამოყენება და მივმართე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით; რატომღაც, მან არ ახსენა ის, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.