ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
ომი უკრაინაში - რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვს კვლავ დრონებით შეუტიეს. იყო 12 აფეთქება. არიან დაჭრილები, მათ შორის, რამდენიმე ბავშვია. განადგურებულია სასწავლო დაწესებულებები, საბავშვო ბაგა-ბაღები, ათობით ავტომობილი, საცხოვრებელ ბინებში ჩამსხვრეულია მინები.
ოდესაში გამართულ სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსკოვი ოდესის ხელში ჩაგდებას აპირებს, რის შემდეგაც ის მოლდოვასა და რუმინეთის საზღვრამდე მივა.
სამიტს 12 ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა - მათ შორის, მოლდოვისა და რუმინეთის პრეზიდენტები. საკუთარი 12-წლიანი მმართველობის პერიოდში, უკრაინაში პირველად ჩავიდა სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი.