წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
როგორ წარმოუდგენიათ ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებს ნიკა მელიასთან მუშაობა - ენმ-ის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, პარტიაში დაპირისპირება აღარ გაგრძელდეს.
"პარტიის ყველა ხელმძღვანელი პირისა და ლიდერისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მხარდამჭერების საერთო პოზიცია და გამოხატული პოლიტიკური ნება არჩევნებში. შესაბამისად, ეს ჩვენ გვავალდებულებს დაპირისპირებით კი არ გავაგრძელოთ, არამედ უკვე ერთობლივი ძალისხმევით ვეძებოთ გზები ერთიანობისკენ და ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელოთ ბრძოლა პარტიისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან. ამას ითხოვს ჩვენი ამომრჩეველი," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
კითხვაზე - როგორ წარმოუდგენია ნიკა მელიასთან მუშაობა - ბეჟაშვილი პასუხობს: "კარგად წარმოგვიდგენია მუშაობა."
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.