მეცნიერები გვაფრთხილებენ: ყავა ნიჟარაში აღარ ჩაასხათ
1762179041
                                                                პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გაფართოების შესახებ დაგეგმილ მსჯელობას ეხმაურება, სადაც გაიცემა რეკომენდაციები და იქნება შეფასებები. არჩილ გორდულაძე ხელისუფლების მოლოდინებზე საუბრობს.
„როგორ შეიძლება, ევროპარლამენტის 7 თუ 8 რეზოლუციის შემდეგ, ევრონესტის რეზოლუციის შემდეგ და ბიუროკრატების არაერთი განცხადების შემდეგ, მათ შორის დამხობის მცდელობის პირდაპირ თუ ირიბი მხარდაჭერის შემდეგ, რაიმე კეთილის მსურველი განცხადებების მოლოდინი გვქონდეს? წესით და რიგით, ევროკავშირში და ევრობიუროკრატიაში ახლა რომ ევროპულობა და ევროპა, კანონის უზენაესობა და დემოკრატია ისევ შერჩენილი იყოს, პირველ რიგში, განცხადებებს უნდა აკეთებდნენ და ბოდიშს უნდა იხდიდნენ თავიანთი მხარდაჭერის გამო, რომელიც უკვე ერთი თვე გავიდა იმ დამხობის მცდელობისგან, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობამ, არამედ მსოფლიოში მგონი არ დარჩა არცერთი ნიუსი, სადაც ეს არ გასულა. ის უმსგავსობა და ის კანონის უხეში დარღვევა და დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც მხარს უჭერდა, მაგალითად, კომისარიატის ოფიციალური წარმომადგენელი და პრესსპიკერი, რომელსაც მხარს უჭერდა, მაგალითად, საქართველოზე დაუძინებელი მეგობრები სხვადასხვა ევროპარლამენტარის სახით და და სხვადასხვა ბიუროკრატის სახით. მაგალითად, მოლდოვის ახლანდელი არჩეული თუ არ არჩეული ხელისუფალი. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოზე განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დავალების შესაბამისად, "ქართული ოცნების" გუნდი არ ვასრულებთ ჩვენზე მომართულ დავალებას. ერთადერთი, დავალების მიმცემი ვინც არის, ეს ჩვენთვის არის ქართველი ხალხი. არ გვაძლევდნენ დავალებას, რომ 2022 წელს სანქციები უნდა დაგვეწესებინა და ჩვენი ეკონომიკა ჩამოგვეშალა“ ზუსტად იმავეს არ გვეუბნებიან ახლაც?" - აცხადებს არჩილ გორდულაძე.