ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1750334792
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის საკითხს ეხმიანება.
„რა უტიფრობა და პარადოქსია, რომ რადიკალური ოპოზიციის მედია და რადიკალური ოპოზიცია, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს ეუთო/ოდირის დასკვნა საპარლამენტო არჩევნების დროს, იგნორირება გაუკეთეს მისიის მთავარ შეფასებას - „ქართული ოცნება“ - არჩეული ხელისუფლება“, დღეს კი პოლიტიკურ დღის წესრიგს იმაზე აწყობს, თუ რატომ არ იწვევს მმართველი გუნდი ეუთო/ოდირს მუნიციპალურ არჩევნებზე“, - წერს რატი იონათამიშვილი.