ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო, 2025 წლის არჩევნები არ შეიძლება თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.
„საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო, 2025 წლის არჩევნები არ შეიძლება თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს. უვიზო მიმოსვლა დემოკრატიულ ქვეყნებს ეძლევათ და არა რეჟიმებს, რომელიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზებით აპატიმრებენ“, - აღნიშნა იუკნევიჩიენემ.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ანგარიშში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.
რეზოლუციის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ, თუმცა დოკუმენტის შინაარსს ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი არ იზიარებს და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე ამახვილებენ ყურადღებას.