გაფრთხილება „ცოცხალი ნოსტრადამუსისგან“, რომელმაც კოვიდი და დედოფლის სიკვდილი იწინასწარმეტყველა

ნოსტრადამუსი

გამოცემა Dailymail-ი ავრცელებს „ცოცხალი ნოსტადამუსის“ ათოს სალომეს გაფრთხილებას, რომელმაც იწინასწარმეტყველა კოვიდი და  დედოფალ ელისაბედის სიკვდილი.

,,მსოფლიო დაინგრევა! ორი ქვეყანა იბატონებს...“ - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა სტატიას. 

წინასწარმეტყველის თქმით,, უკრაინა „ბუფერულ სახელმწიფოდ“ გადაიქცევა და საზღვრები გაყინული დარჩება.  სალომე თვლის, რომ მთავარი არ არის ომის მოგება, არამედ ეკონომიკურად გამოფიტვა. მისი თქმით, საზღვრები ჩუმად იცვლება — არა ფიზიკურად, არამედ ფულისა და ფინანსების მეშვეობით.

სალომეს თქმით, მსოფლიოს უმდიდრესი 1% უკვე ემზადება 2025 წლისთვის მოსალოდნელი დიდი კატასტროფისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად თითქოს ყველაფერი სტაბილურად გამოიყურება.

ელიტები ყიდულობენ ოქროსა და მიწას ისეთ "დაცულ" ადგილებში, როგორიცაა ურუგვაი და ალბერტა (კანადა). ისინი ასევე აგროვებენ მედიკამენტებს, თესლებს, საკვებს და ინვესტიციას ახორციელებენ საიდუმლო ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში. ბევრმა მათგანმა უკვე აიღო მეორე პასპორტი ნეიტრალური ქვეყნებიდან, როგორიცაა შვეიცარია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები და სინგაპური.

 „მსოფლიო მხოლოდ რამდენიმე წამითაა დაშორებული მდუმარე ბირთვულ კრიზისამდე....“, - ამბობს წინასწარმეტყველი.

მისივე თქმით, ევროპაში ცხელ ზაფხულს მოჰყვება, უცნაური ტროპიკული შტორმები სექტემბრიდან ნოემბრამდე. ასევე მოსალოდნელია აგრარული კრიზისი სამხრეთ აზიასა და აფრიკის საჰელის რეგიონში, ხოლო დიდი ქალაქები — როგორიცაა ნიუ-იორკი, მუმბაი და ლაგოსი — შესაძლოა მოულოდნელმა წყალდიდობამ დააზარალოს.