1746023044
„ქვეყანას აქვს ეკონომიკური წინსვლა და სოციალური აფეთქების არანაირი წინაპირობა არ არსებობს“ - ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველ გუნდი "ეისითის" სპეკულაციურ ეკონომიკურ კვლევაზე საუბრობს. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში ფინანსური კრიზისი დაიწყება.
"ეისითი"არის "ეისითი გლობალში" შემავალი ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თინათინ რუხაძეა.
"ქართულ ოცნებაში" დღეს რუხაძის აქტიურობა გაიხსენეს და თქვეს, რომ
კვლევა პოლიტიკურ მიზნებს ატარებს, რომლის მიზანიც, ქვეყანაში არასწორი განწყობების შექმნაა:
"ეს ქალბატონი არის ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი და ბუნებრივია, რომ ის ასრულებს სწორედ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის დაკვეთას. აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა - როდესაც ხედავენ, რომ ამ ფერადი რევოლუციის ტრადიციული მეთოდებით მზიანს ვერ აღწევენ, მთავარი გამოწვევა რასაც ისინი ახლა უყურებენ არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური წინსვლა და სოციალური აფეთქების არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ამიტომ, დღეს მთავარი სამიზნე მათთვის არის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების ირგვლივ, გარკვეული დაძაბულობა შექმნან," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი