სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტასა და თელავში პრობლემები შექმნა
1753992233
მმართველი პარტია ქალაქ თბილისი მერობის კანდიდატს დღეს წარადგენს. როგორც უკვე ცნობილია, კანდიდატი მოქმედი მერი, კახა კალაძეა. სახელისუფლებო გუნდი მას დედაქალაქის მმართველობას მესამე ვადით ანდობს.
„ქართულ ოცნებაში“ კალაძის კანდიდატურას აფასებენ და ამბობენ, რომ ის მერობის უალტერნატივო კანდიდატია და მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობენ.
„ქალაქს სჭირდება მერი, რომელიც კარგად ერკვევა მის პრობლემებში, გაკეთებული აქვს უამრავი კარგი საქმე და გაცილებით უფრო მეტის გაკეთება შეუძლია მომავალში. აქედან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“, რომ სწორედ კახა კალაძე წარადგინოს მერობის კანდიდატად“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.