ამინდი მკვეთრად იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1754039772
9 ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი რომელიც, ქვეითებისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე გაზრდილ სანქციებს ითვალისწინებს. 10-ლარიანი ჯარიმა 50-მდე გაიზარდა. განმეორებითი შემთხვევა, 20-ის ნაცვლად, 100 ლარი იქნება.
100-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე. "შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა, აქედან გამომდინარე, გამკაცრდა კანონი. საპატრულო პოლიცია აქტიურად არასრულებს კანონს. ყველა ის მოქალაქე, რომელიც დაარღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, იქნება დაჯარიმებული. მოვუწოდებ ქვეითად მოსიარულეებს, არ დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები და დაემორჩილონ კანონს," - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ლევან მაისურაძე. "ქართული ოცნების" წევრის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, 1 თვის წინ მოქმედი კანონი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ ქვეითებს საგზაო მოძრაობის წესები არ დაერღვიათ, რამაც გამოიწვია კანონის გამკაცრება."დაახლოებით 1 თვის წინ მოქმედი ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვერ ასრულებდა ეფექტიანად იმ პრევენციულ ფუნქციას, რაც ქვეითად მოსიარულეებს უბიძგებდა იმისკენ, რომ არ დაერღვიათ შესაბამისი მოძრაობის წესები. ეს, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საკუთრივ ქვეითად მოსიარულეებისთვის, რომ ისინი დაემორჩილონ საგზაო მოძრაობის წესებს, უადგილო ადგილას არ გადაკვეთონ გზა, დაემორჩილონ შესაბამის ნიშნებს თუ მონიშვნებს, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი, არანაკლებ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მართავენ ამა თუ იმ სატრანსპორტო საშუალებას," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.