,,ქართული ოცნება" ფსევდო ბრძოლას უცხადებს კორუფციას საქართველოში - ტატა ხვედელიანი თავადცვის ყოფილი მინისტრის დაკავებაზე

ტატა ხვედელიანი

,,ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავებას მმართველ პარტიაში. მათივე განმარტებით, სამთავრობო გუნდისთვის კორუფციასთან ბრძოლა მთავარი პრიორიტეტია. განსხვავებულადვე პოზიცია აქვთ ოპოზიციაში.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად არიან კორუფციულ სქემაში გახვეულნი, არ არიან დაკავებული.

"ბურჭულაძის დაკავება არის რიგითი ადამიანის დაკავება. არცერთი ის ადამიანი, რომელიც რეალურად არის კორუფციის მთავარი ფიგურანტი, არ არიან დაკავებულები. "ქართული ოცნება" ფსევდო ბრძოლას უცხადებს კორუფციას საქართველოში", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.