პრემიერი: ევროკავშირს რომ დემოკრატია ფეხზე ჰკიდია, ხომ ჩანს უკრაინის, მოლდოვის და ბევრ სხვა მაგალითზე, ეს ხომ ჩანს 2004-2012 წლების საქართველოს მაგალითზე, როცა პატიმრებს პირდაპირ აწამებდნენ, იგივეს აკეთებენ ახლა სხვა ქვეყნებში, სადაც მწვანე შუქს უნთებენ, კანდიდატის სტატუსს ანიჭებენ და მოლაპარაკებებს უხსნიან ქვეყნებს, სადაც ხდება ის, რაც ხდებოდა 2004-2012 წლების საქართველოში

ირაკლი კობახიძე

ევროკავშირს რომ დემოკრატია ფეხზე ჰკიდია, უხეშად ვიტყვი, ხომ ჩანს უკრაინის და მოლდოვის და ბევრ სხვა მაგალითზე, ეს ხომ ჩანს 2004-2012 წლების საქართველოს მაგალითზე, როცა პატიმრებს პირდაპირ აწამებდნენ და სხვა სიტყვებს აღარ ვიტყვი, რასაც აკეთებდნენ, ხო ფეხზე ეკიდა ევროკავშირს მაშინ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ხო ყველაფერი ფეხზე ეკიდა, მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული ყველაფერზე. იგივეს აკეთებენ ახლა სხვა ქვეყნებში, სადაც მწვანე შუქს უნთებენ და კანდიდატის სტატუსს უხსნიან და მოლაპარაკებებს ანიჭებენ ქვეყნებს, სადაც ხდება ის, რაც ხდებოდა 2004-2012 წლების საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

მისივე თქმით, არსებობს იმედი, რომ პოლიტიკური ცვლილებების ფონზე მთლიანობაში ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა.

„ფეხზე ჰკიდია ევროპულ ბიუროკრატიას, როგორც აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ეკიდა ფეხზე საქართველოში ადამიანის უფლებები, დემოკრატია, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება, ზუსტად ეს მოცემულობაა დღესაც. ეს ყველამ უნდა გაიაზროს ძალიან კარგად. თქვენც აღნიშნეთ, რომ უსამართლოა, მაგრამ ამას ხომ თქმა უნდა, ამას ხომ ლაპარაკი უნდა. ჩვენ რომ ვამბობთ დღეს დებატებში ესეც კარგია, ამაზეც მადლობელი ვარ, რომ თქვენ დღეს აღიარეთ. ადრე იყო შავი და თეთრი სამყარო. აქეთ იყო შავი, რაღაც „საზიზღარი“ ქვეყნები, თავისი შუა აზიითაც „საზიზღარი“ ქვეყნები იყვნენ, რადიკალურ ოპოზიციას რომ ჰკითხო ეს ყველა საზიზღარი ქვეყნებია, აზერბაიჯანი საშინელებაა, შუა აზია საშინელებაა, ჩინეთი, ყველაფერი საშინელებაა და არსებობს თეთრი სამყარო - ევროპა და ამერიკა, სადაც წმინდანები არიან პოლიტიკაში, ყველა წმინდანია, მთელი ევროპული ბიუროკრატია არიან წმინდანები. როცა მიიღებოდა „გამჭვირვალობის კანონი“, როგორ აკადრეთო იმაზე ფიქრიც კიო, რომ იმან შეიძლება რაიმე ცუდი მოინდომოს საქართველოს წინააღმდეგო. ეს იყო პოლიტიკური ხაზი და მესიჯი, რასაც უბეჭდავდნენ ქართულ საზოგადოებას და რაც ვიცით, რომ ტყუილია. წმინდანები არ არიან არც ევროპულ ბიუროკრატიაში და არ იყვნენ არც ამერიკულ ბიუროკრატიაში და დღესაც არ არიან. ერთადერთი არსებობს იმედი, რომ პოლიტიკური ცვლილებების ფონზე მთლიანობაში ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა“, - აღნიშნა პრემიერმა.