1758053825
პრემიერი: ელენე ხოშტარია დაკავებულია კანონის მოთხოვნების დარღვევით, სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ქმედებაც ჩაიდინა, როდესაც ასეთ დროს ხდება მისი არა მარტო რადიკალიზმის, არამედ კანონდარღვევის წახალისება, ეს შემაშფოთებელია

ელენე ხოშტარია არა მარტო რადიკალიზმით არის დაკავებული, ის არის პერმანენტულად დაკავებული კანონის მოთხოვნების დარღვევით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო შემთხვევაში მან უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა და როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს არის შემაშფოთებელი.
„ხოშტარიას შემთხვევა კიდევ უფრო მძაფრად აჩვენებს საელჩოების დამოკიდებულებას. ის არა მარტო რადიკალიზმით არის დაკავებული, ის არის პერმანენტულად დაკავებული კანონის მოთხოვნების დარღვევით. ამ ბოლო შემთხვევაში მან უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა. როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს არის შემაშფოთებელი. არ შეიძლება ასე გააუფასურონ საქართველოში ევროკავშირის იმიჯი ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირის ბიუროკრატიამ. ეს პროცესი რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს. ეს ჩვენთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და მთლიანად ევროკავშირის იმიჯი საბოლოოდ არ დაზიანდეს.
რაც შეეხება გირაოს, ეს მისი საქმეა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერავითარ პოზიციას ვერ გამოვხატავთ. იცით, რომ არსებობს კანონმდებლობა, ამ კანონმდებლობის თანახმად, კონკრეტული ზომებია გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ პირი არ იხდის გირაოს. სხვა დანარჩენი ყველაფერი არის კანონის საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.