1781210306
პოლიციის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში ამოღებულია 254 ერთეული ე.წ. მაინერი - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ირაკლი ფიფიას თქმით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების გამოყენებით, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების გზით, ციფრული ვალუტის გენერირება და არალეგალური შემოსავლის მიღება ხორციელდებოდა.
"მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დამატებით ნივთმტკიცების სახით ამოიღო 42 ერთეული ე.წ. მაინერი. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების გამოყენებით, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების გზით, ციფრული ვალუტის გენერირება და არალეგალური შემოსავლის მიღება ხორციელდებოდა. ენერგორესურსების სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტზე, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში ამოღებულია 254 ერთეული ე.წ. მაინერი. აღნიშნული მიმართულებით, ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით", - აცხადებს ირაკლი ფიფია.
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313












