ისრაელი კვლავ ელის, რომ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამაზე განხორციელებულ დარტყმებს შეუერთდება - ისრაელის ოფიციალური პირი

ტრამპი

ისრაელი კვლავ ელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამაზე განხორციელებულ დარტყმებს შეუერთდება. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ს ისრაელის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი შემოგვიერთდებიან, მაგრამ არავინ აიძულებს მათ“, - აცხადებს ოფიციალური პირი.

„მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მან.

ოფიციალური პირის შეფასებით, „პასუხი უახლოეს 24-48 საათში გვეცოდინება“.