გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
მე ვერ ვიქნები თამაშის მონაწილე, რომელსაც არსაით მივყავართ" - წერს სოციალურ ქსელში აქტივისტი ნიკო მანაგაძე. ის აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად უნდა გამართულიყო აქცია, თუმცა, მისივე თქმით, ბოლო მომენტში ყველამ უარი თქვა და გვერდზე გაიწია სხვადასხვა მიზეზით. "სადაც არ არის რეალური მოტივაცია და სწრაფვა ეფექტურობის და მძლავრი მოქმედების, მე ვერ ვიქნები თამაშის მონაწილე. ესაა მიზეზი იმისაც, რატომაც ვეღარ მხედავთ ბოლო პერიოდში აქტიურად საჯაროდ" - წერს მანაგაძე, რომლის განცხადებას პოლიტიკური შეფასებების თემაა.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მსგავსი განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიციაში არსებული პროცესები მათთვის პრობლემას წარმოადგენს.
"პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ბოლოდროინდელი განცხადებები მიუთითებს ერთადერთზე, რომ მათთვის პრობლემა არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ოპოზიციაში და რეალურად ამ პროცესს ვერ ექნება ვერანაირი შედეგი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილზე აგებული. თქვენ იცით, რომ არჩევნებიდან 6 თვეზე მეტი გავიდა და ოპოზიცია ვერანაირ მტკიცებულება არჩევნების გაყალბების ვერ წარმოადგინა, თუმცა ზოგიერთი აქტივისტის უკმაყოფილება შესაძლებელია პირველ რიგში ფინანსების სიმცირეს უკავშირდებოდეს. იცით თქვენ, რომ შეწყდა მათი დაფინანსება USAID-იდან, NED-იდან, სხვა პროექტებიდან და, როგორც ჩანს, ეს ნიჰილიზმი პირველ რიგში დაფინანსების შემცირებით არის გამოწვეული და მეორე - იმ უპერსპექტივობით, რომელიც ოპოზიციის ტყუილს უკავშირდება", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო ბოჟაძე.