შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელი პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ანგარიშის მოსმენით დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარუდგენს. ასევე, დაგეგმილია კენჭისყრებიც.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სასესიო კვირის განსახილველ საკითხებზეც იმსჯელეს. მიმდინარე კანონპროექტები და ინიციატივები განიხილეს. ისაუბრეს პრემიერის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა გაუქმდა. ასევე, განიხილეს განათლების რეფორმა, რომლის თანახმადაც გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში წავლენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ.
"პარლამენტი და ჩვენი საზოგადოება მოუსმენს პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშს. ამით გაიხსნება სასესიო კვირა, ასევე, იქნება კენჭისყრები. ოთხშაბათს კი განვიხილავთ სხვადასხვა კანონპროექტებს და იმ პაკეტებს, რომელიც დაინიცირდა. ასევე, ამ ყველაფერთან ერთად ვიმსჯელეთ სხვადასხვა კანონპროექტის ირგვლივ," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.