„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა - დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე და 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები.
სხდომაზე მოწვეულები არიან დავით ცინდელიანის დედა, თამარ არღვლიანი, ასევე გია ანსიანი და გიორგი ჭოლაძე.
2008 წლის აგვისტოში კუდ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონში მცხოვრები დავით ცინდელიანი თითქოსდა, აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობის გამო გასაუბრებისთვის თბილისში ჩაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, მიღებული დავალების შესაბამისად, ცინდელიანი ჩაიყვანეს ბათუმში და რომან შამათავას გადასცეს. საქართველოს შსს-ს ცნობითვე, დავით ცინდელიანი, რომელიც აფხაზებთან რაიმე კავშირს უარყოფდა, რომან შამათავამ თანამშრომელთან ერთად ნავით გაიყვანა შავ ზღვაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და გვამი წყალში გადააგდო.