ამინდი მკვეთრად იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1754039772
მაღალი შეფასება უნდა მივცე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რასაც ჰქვია საერთაშორისო დონეზე სახელმწიფო სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბექა ძამაშვილს ლომის წილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს კიდევ ერთი, აბსოლუტურად უსამართლო თავდასხმის მოგერიება მოხდა ვაშინგტონის არბიტრაჟში საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.
როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს არავითარი პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია.
„მინდა გავიხსენო წინა, საერთაშორისო არბიტრაჟის ამბავი, რომელიც უკავშირდება პარიზის არბიტრაჟს, როდესაც ხაზარაძე, ჯაფარიძე თუ მათი პარტნიორები, აბსურდული არგუმენტებით სახელმწიფოს მილიარდ-ნახევარ დოლარს ედავებოდნენ. საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, რომ ეს ადამიანები სასამართლოს შესაბამისი განაჩენით ცნობილები არიან, როგორც თაღლითები. ისინი რაღაც მომენტში შეეცადნენ პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიის შექმნა და პოლიტიკოსის ამპლუა გამოეყენებინათ როგორც პოლიტიკური თავშესაფარი, რომელიც, მათი გათვლით, იქნებოდა იმუნიტეტი იმისთვის, რომ მათ მიერ ჩადენილი შესაბამისი დანაშაულებისა გამოძიება არ მომხდარიყო.
ისინი, როგორც შიდა ეროვნულ დონეზე, საქართველოს სასამართლოში დამარცხდნენ, ასევე 2 საერთაშორისო, ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუციაში იწვნიეს მარცხი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარი პოლიტიკური სარჩული ანაკლიის პორტის პროექტს არ გააჩნდა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.