ლევან მახაშვილი: კახი კალაძემ განვლილი საქმიანობით, კონკრეტული საქმეებით, გადაწყვეტილებებით დაამტკიცა, რომ კიდევ ერთხელ იმსახურებს მოსახლეობის მხარდაჭერას

ლევან მახაშვილი

კახი კალაძემ განვლილი საქმიანობით, კონკრეტული საქმეებით, გადაწყვეტილებებით დაამტკიცა, რომ კიდევ ერთხელ იმსახურებს მოსახლეობის მხარდაჭერას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

„თითოეული ჩვენგანისთვის ეს იქნება კიდევ ერთი, კარგი შესაძლებლობა, რომ მოსახლეობასთან ერთად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გზა გავიარეთ, რა ნაბიჯები გადავდგით და რა ნაბიჯების გადადგმა დაგვრჩა მომავალში. რაც მთავარია, მოსახლეობას ვესაუბროთ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ მოსახლეობისთვის და მათთან ერთად იმისთვის, რომ ოთხი წლის თავზე მათი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, იმედიანი და კეთილდღეობით სავსე. ამ პროცესის ერთ-ერთი გვირგვინი და მნიშვნელოვანი მონაკვეთი არის ქალაქი თბილისი და თბილისის მერობის არჩევნები, რომელშიც საკმაოდ იმედიანად და დამაჯერებლად შევდივართ კახი კალაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც განვლილი საქმიანობით, კონკრეტული საქმეებით, გადაწყვეტილებებით დაამტკიცა, რომ კიდევ ერთხელ იმსახურებს მოსახლეობის მხარდაჭერას, რათა განაგრძოს თითოეული თბილისელის და თბილისის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა მახაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.