,,ოპოზიციური პარტიების ლიდერები ბრიუსელში საუბრობენ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გზით" - გიორგი კაპანაძე

გიორგი კაპანაძე

 სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები უკვე მესამე დღეა ბრიუსელში იმყოფებიან. "ძლიერი საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის სახელით მართავენ.

ოპოზიცია ვიზიტის მიზნად საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ასახელებს.

"ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან ბრიუსელში და საუბრობენ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე და იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან დროებითი ადმინისტრაციის პირობებში, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. აი, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მოუტანს სიკეთესა და კეთილდღეობას" - აცხადებს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე.