„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნის ეპიზოდთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ. გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს სხდომაზე მიიღეს.
გახარია ამჯერად 2 ივლისს არის დაბარებული. მისი ხელახლა მოსმენა დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა ის პარლამენტში არ მივიდა.
სხდომამდე ერთი დღით ადრე მისმა პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომ გახარია ქვეყანაში არ იმყოფება და მზად არის კომისიას დისტანციურად ესაუბროს.
პარტიაში გამართულ ბრიფინგზე დღეს ითქვა, რომ ონლაინ ჩართვაზე მათ ლიდერს კომისიამ უარი უთხრა. მმართველ გუნდში განმარტეს, რომ ონლაინ ჩართვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება, გახარია კი კითხვებს გაექცა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საკითხი იმდენად რთულია, რომ მათგან ონლაინ ჩართვაზე უარის თმა გასაკვირი არ არის, თუმცა შარმანაშვილი აქვე აცხადებს, რომ გახარია კომისიაზე გამოცხადების მეორე შანსი უნდა ჰქონდეს.
"კიდევე ერთი შანსი მივცეთ, გონივრული ვადით, თუ მაინც არ გააკეთებს ეს იმეტყველებს იმაზე, რომ ის უპასუხისმგებლოდ იქცევა. გვინდა სიმართლის გაგება, მისგან სიმართლის მოსმენა და არა წინაპირობების შექმნა, რომ როგორმე საპატიმროში აღმოჩნდეს.
თუ ონლაინ ჩართვას არ დავეთანხმეთ, ნუ გაუკვირდებათ, იმიტომ, რომ ეს კაცი არის პასუხისმგებელი მილიონი კვადრატული მეტრ ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ჩამოშორდა საქართველოს კონტროლს და ეს ტერიტორია დაიკავეს ოკუპანტებმა. ეს არის უმძიმესი საკითხი, უამრავი საგუშაგოები ჩაიდგა.
ასეთ შემთხვევაში, ონლაინ ჩართვა და შოუების მოწყობის საშუალება არ უნდა მიეცეს, ეს არ იქნებოდა ადეკვატური და სამართლიანი, ის უნდა მოვიდეს აქ და საზოგადოებას გასცეს პასუხი", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.