„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძემ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტებს არაერთხელ დაუდგამთ სხვადასხვა სპექტაკლი და ახლაც ამ „საქმით“ არიან დაკავებულები, თუმცა, მიუხედავად ამ მცდელობებისა, მათი შანსი ნულს უტოლდება.
„ყველამ კარგად იცის, რომ ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობის, მათი ანასხლეტების რეიტინგი პრაქტიკულად ნულს უტოლდება. აქედან გამომდინარე, ახალი სტრატეგია შეიმუშავეს, რომ ვითომ ერთი ნაწილი არ ეთანხმება მეორეს, რომ ვითომ გახარია და ლელო არის ახალი ოპოზიციური წარმონაქმნი. რაც არ უნდა გააკეთონ, რა სპექტაკლიც არ უნდა დადგან, მათი შანსი არის ნულის ტოლი“, - აცხადებს ტურძელაძე.