„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა სიღრმისეულად შევსულიყავით რატომ გახდა ეს კანონები ასეთი მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, საქართველოს მოსახლეობის შინაგანი განწყობები როგორიც არის იმას უკავშირდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ.
„ჩვენმა ქვეყანამ მენტალური ომი წააგო დიდი ხანია. ამ მენტალური ომის მიზანი იყო ის, რომ მიგვეღო ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აღიარებდნენ სხვა ქვეყნის უპირატესობას ჩვენს კულტურულ გარემოსთან მიმართებით.
ტრანსგენდერიზმი იმიტომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, რომ ტრანსგენდერი ადამიანი არის საკუთარი თავის შემოქმედი, ეს უპირისპირდება იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ სამყაროს შეიძლება ჰყავდეს შემოქმედი და ობიექტური რეალობა, რომელმაც ეს სამყარო შექმნა თავისი წესების მიხედვით.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მივისწრაფვით დასავლეთის ევროპული ქრისტიანული ღირებულებისკენ, ეს 50 წელია აღარ არსებობს. ევროპა ყოველთვის იყო დაპირისპირება და თანაცხოვრება საერო და რელიგიური ხელისუფლების, ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა, სასულიერო თემასთან დაკავშირებული ყველაფერი გავიდა ევროპისგან. ტრანსგენდერიზმზე ასეთი აქცენტის გაკეთება იყო ამის ლოგიკური გაგრძელება.
ასოცირების შეთანხმება იყო ის ფორმატი, რომელშიც 2030 წლამდე რომ გვემუშავა სავსებით საკმარისი იყო. ეს დაჩქარებული თემა იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფოდ გამოყენება უნდოდათ ჩვენი და მიტომ ჩვენი ყველა ტრანსფორმაცია უცებ გახადეს გასაგები. ვისაც ეს ესმის მათთვის ისედაც გასაგებია. ჩვენ ისე გავიხლიჩეთ შუაზე, რომ ვისაც არ ესმის, იმას ვეღარც გავაგებინებთ. მთავარი არის ის, რომ ერთმანეთთან როგორ ჩამოვაყალიბებთ ისეთ ურთიერთობას, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეთ, რადგან იქ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ეს წერილი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების გადაწყვეტილება ვიღაცის თხელ თავებში უკვე მიღებულია. ამის საშიშროება არის. ახლა ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს სიმკაცრე. ისინი ამას იჩენენ და ჩვენ ამას მხრას ვუჭერთ“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.