„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ტალალ ალჰუმუდთან შეხვედრა გამართა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნინო ჯელაძემ კოლეგას საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და საფინანსო სექტორის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო პოტენციალს, რაც ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისა და ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვის შესაძლებლობებს ქმნის.
მხარეებმა მიმოიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება საზედამხედველო რეფორმების, საგადახდო სისტემების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე.
ტალალ ალჰუმუდმა თავის მხრივ, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შემდგომი პარტნიორობის მზადყოფნის სურვილი გამოთქვა.
საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტისა და საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.