“ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება” - სინოპტიკოსების გაფრთხილება
1745554247
სტამბოლის მცხოვრებლები, ახალი მიწისძვრების შიშით შეპყრობილნი, ღამეებს მასობრივად ქალაქის პარკებში გაშლილ კარვებში ატარებენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 300 ბიძგი დაფიქსირდა, რომელთაგან უკანასკნელი, 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრით, დღეს დილით ადრე მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლება დროებით მოწყობილ ბანაკებს სწრაფად ამარაგებს წყლითა და საკვებით, ქალაქის მცხოვრებლებს კი კიდევ ერთი სეისმური ტალღის დამანგრეველი შედეგების შიში აქვთ. სტიქიური უბედურებების მიუხედავად, სტამბოლი ტურისტებისთვის მიმზიდველობას არ კარგავს. მეტროპოლიაში მოგზაურობაზე მოთხოვნა არა თუ შემცირდა, არამედ გასულ წელთან შედარებით გაიზარდა კიდეც. ასევე არ გაუქმებულა ჯავშნები, მათ შორის მაისის არდადეგების ტურები. ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სეისმურმა აქტივობამ მოგზაურები ვერ შეაშინა და სტამბოლი კვლავ პოპულარული დანიშნულების ადგილია.შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ ბიძგებს თან ახლდა 30 000 ტონაზე მეტი ტროტილის ეკვივალენტური ენერგიის გამოყოფა.