გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
1761679861
საქართველოს ევროპული პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთის ევროპული მისწრაფებებისთვის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარიზში, მშვიდობის მე-8 ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „ლიდერობის გზაჯვარედინზე“ განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა, აზერბაიჯანთან შეთანხმება იყოს ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.
„ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია რეგიონში კიდევ ერთი ქვეყნის – საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. აზერბაიჯანის სახელით ვერ ვისაუბრებ და ეს არასწორი იქნებოდა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს ჩვენი მისწრაფებების, ჩვენი ამბიციების ნათელი დასტურია. ამ კანონის მიღება სომხეთში შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ერთი წლის წინ საქართველომ მიიღო ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რადგან ეს გეოგრაფიის საკითხიცაა, მაგრამ სომხეთის შემთხვევაში, ვფიქრობ, საქართველოს ევროპული პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.