ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის აშშ-ის სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებს შეხვდა

მაკედონიის დელეგაცია

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის აშშ-ის სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობას რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ჩრდილოეთ მაკედონიამ გამოხატა ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს სრული მხარდაჭერის და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა. ასევე, ქართულ მხარეს გააცნო ნატო-ში არსებული პოზიციები უკრაინის, რუსეთის, აგრეთვე, უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები არიან დელეგაციის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.