,,ფეხბურთის სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არ ჩანს...“ - ოჯახი ბავშვს ეძებს
1753456678
როდესაც არგუმენტები არ ჰყოფნის ან საერთოდ არ გააჩნია ადამიანს, სწორედ მაშინ მიმართავს წყევლა-კრულვას, ლანძღვა-გინებას, ანთხევს ზიზღსა და სიძულვილს. სწორედ არგუმენტების არქონამ აქცია ეს ყველაფერი ნაცების სტილად, ერთგვარ ბრენდად, რისი კლასიკური ნიმუშიც გიორგი ბარამიძის ეს შეფასებებია, - წერს წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის „პრორუსოების“ შესახებ გიორგი ბარამიძის მოსაზრებაზე.
კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ბარამიძე თავისი ბრალდებების უსაფუძვლობის, უშინაარსობის გადასაფარად და შესავსებად მაქსიმალურად იყენებს მხოლოდ შეფასებებს.
„ „პრორუსი“ ივანიშვილი და „პროევროპელი“ ბარამიძე
ყოველდღე იმეორებს ნაც-პუბლიკა მათთვის უდავოდ ქცეულ ჭეშმარიტებებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „რუსულ საქმეს აკეთებს“, „საქართველოს რუსეთის გუბერნიად აქცევს“, „ის რუსეთის მონაა“ და ამიტომ ყველა ქართველი პატრიოტის ვალია მისი ხელისუფლების დამხობა. როდესაც ეკითხები, რაში ჩანს ბიძინას და „ოცნების“ რუსეთუმეობაო, დამცინავად შემოგხედავენ და გეტყვიან, მაგას რა კითხვა უნდაო.
რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის“-ო.
და აი, ამ განცხადების მეორე დღეს, ძველი გვარდიის ნაც-ლიდერმა გიორგი ბარამიძემ იკადრა და ითავა იმის ახსნა, თუ რაში გამოიხატება ბიძინა ივანიშვილის რუსეთუმეობა. ბარამიძის ეს ახსნა-განმარტება იმდენად საინტერესოა, რომ გვინდა მაქსიმალურად ბევრი ხალხი გაეცნოს მის არგუმენტებს და ბოლოს და ბოლოს ყველამ გაიგოს, რას გულისხმობენ ნაცები ბიძინას „რუსეთუმეობაში“ და რა არგუმენტები მოჰყავთ ამის სამტკიცებლად. ბარამიძე წერს:
1. „ამ ქართული გვარის მქონე ადამიანმა, მაგრამ რუსმა ოლიგარქმა მთელი თავისი მილიარდები სწორედ რუსეთში იშოვა“. (კახა ბენდუქიძის, თემურ ალასანიას, კობა ნაყოფიას, ელენე ხოშტარიას, პაატა ბურჭულაძის, ბუბა კიკაბიძის და სხვა ნაცების მიერ რუსეთში ნაშოვნ ფულს სუნი არ უდის და მარტო ბიძინას ფულია „ხიხია“).
2. „მან თავისი სამშობლო დაადანაშაულა რუსეთთან ომში“ (მსგავსი ივანიშვილს არსად უთქვამს და როგორც ჩანს, ბარამიძემ ნაცების მიერ აღიარებული „პრეზიდენტ“ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები მიაწერა ბიძინა ივანიშვილს).
3. „რუსული სპეცოპერციით მოიგო არჩევნები“ (ყოველგვარი არგუმენტების გარეშე 2012 წლის არჩევნებში ნაცების დამარცხებას უწოდებს „რუსულ სპეცოპერაციას“, რითაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ნაცებმა „ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს“).
4. „პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა რუს ჯაშუშებს“ (ენას ძვალი არა აქვს - მთავარია, ვინმეს მიაწებოს ჯაშუშის იარლიყი და მერე ყველაფერი რწმენის ამბავია, ვის სჭირდება მტკიცებულება?).
5. „სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ რუსებმა მიიღეს თბილისის დაცვის ზღუდეების თაობაზე დეტალური ინფორმაცია“ (მხოლოდ ბრალდება და არავითარი მტკიცებულება!).
6. „ამ მოღალატე რუსის დამსახურებაა, რომ რუსებმა მიიღეს 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების სრული სია“ (მხოლოდ ბრალდება და არავითარი მტკიცებულება!).
7. „ამ მოღალატე ადამიანის და მისი კრიმინალთა რუსული ბანდის დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელშიც არსებობს რაღაც სტრუქტურა ღალატის კომისიის სახით, რომელმაც რუსეთს უნდა ჩამობანოს სისხლიანი ხელები, გაამართლოს რუსეთის აგრესია და დაადანაშაულოს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება“ (არჩევნებში საკუთარი პარტიის მარცხის გადაბრალება გამარჯვებული პარტიაზე, თითქოსდა არჩევნების გაყალბებაზე აპელირება და ისევ არავითარი მტკიცებულება! ისევ უსაფუძვლო წინასწარმეტყველება, რომ საპარლამენტო კომისია გაამართლებს რუსეთის აგრესიას და დაადანაშაულებს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას, რითაც რუსეთს ჩამობანს სისხლიან ხელებს).
8. „ამ მოღალატე ადამიანის ბანდამ, ახლახან, ეუთო-ს საპარლამენტოა ასამბლეაზე ხმა არ მისცა სირიისადმი მოწოდებას, რომ სირიამ კვლავ აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უკან წაიღოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. აღიარება“ (ეს ისეთი აბსურდია ფაქტების თავდაყირა დაყენება და „მამალი ტყუილი“, რომ მის შეფასებაზე დროის დაკარგვაც არ ღირს).
9. „რუსი ოლიგარქი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იზოლირებული იყოს ყველა მისი ჭეშმარიტი მეგობრისგან. რა საშინელებას ლაპარაკობენ, თითქოს ევროკავშირს, აშშ-ს უნდათ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ, აქ კაცი კაცი არ იყოს და ქალი ქალი არ იყოს (თურმე ევროკავშირი „წმინდა ძროხაა“ და მისი კრიტიკა „საშინელება“ ყოფილა. მხოლოდ ნაცები უარყოფენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებსაც და ლგბტ პროპაგანდის თავისუფლად დაშვების კატეგორიული მოთხოვნების არსებობასაც).
10. ბოლოს, გიორგი ბარამიძეს სჯერა, რომ განურჩევლად პარტიულობისა, ქართველი ხალხი გააგრძელებს თავის მშვიდობიან, არაძალადობრივ, მაგრამ პრინციპულ და თანმიმდევრულ ბრძოლას და „ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას, ამ ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქის მეთაურობით აუცილებლად დაამარცხებს“.
თუ კარგად დავაკვირდებით, თავისი ბრალდებების უსაფუძვლობის, უშინაარსობის გადასაფარად და შესავსებად მაქსიმალურად იყენებს მხოლოდ შეფასებებს. ამ ნახევარდგვერდიანი „ნააზრევის“ ყველა წინადადებაში გვხვდება შეფასებები: „ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქი“, „რუსული სპეცოპერაცია“, „მოღალატე რუსი“, „მოღალატე ივანიშვილი და მისი კრიმინალთა რუსული ბანდა“, „ამ მოღალატე ადამიანის ბანდა“. „მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქის მეთაურობით“.
აი, თურმე რაში გამოიხატება ბიძინა ივანიშვილის „პრორუსობა“. როდესაც არგუმენტები არ ჰყოფნის ან საერთოდ არ გააჩნია ადამიანს, სწორედ მაშინ მიმართავს წყევლა-კრულვას, ლანძღვა-გინებას, ანთხევს ზიზღსა და სიძულვილს. სწორედ არგუმენტების არქონამ აქცია ეს ყველაფერი ნაცების სტილად, ერთგვარ ბრენდად, რისი კლასიკური ნიმუშიც გიორგი ბარამიძის ეს შეფასებებია. კაცმა თავი გამოიდო, მე მოვიყვან ივანიშვილის პრორუსობის არგუმენტებსო, და ზიზღისა და სიძულვილის მეტი ვერაფერი თქვა!", - წერს ნანა კაკაბაძე.