ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
თუკი რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, გააჩნია იდეოლოგიური თანხვედრა, თან ძალიან მაღალი დოზით, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტი - მოუსმინეთ მის რიტორიკას, მოუსმინეთ მის დამოკიდებულებას ოჯახური ღირებულებებისა და ლგბტ იდეოლოგიის მიმართ, მოუსმინეთ მის დამოკიდებულებას ქვეყნებში სუვერენიტეტის გაძლიერების მიმართ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ე.წ მეგობარი აქტის განხილვაზე საუბრისას.
მან ისაუბრა, თუ რა მოლოდინი აქვს აღნიშნული აქტის მიღებასთან დაკავშირებით.
მათიკაშვილმა აქტის განხილვის შეჩერების ფაქტს უწოდა „პირველი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელიც საქართველომ ვაშინგტონიდან მიიღო“.
მისივე თქმით, მათ იმედს აძლევთ ის დამოკიდებულება, რომელიც დონალდ ტრამპმა საკუთარ წერილში გამოხატა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არა თუ ე.წ მეგობარი აქტი, რა მეგობრობაზეა საუბარი?! - მტრული აქტი ნახავს დღის სინათლეს, არამედ ჩვენ აშშ-თან ამ იდეოლოგიური თანხვედრის პირობებში გვექნება შესაძლებლობა, ახალი ფურცლიდან, ახალი ნიშნულიდან დავიწყოთ ძალიან მყარი, ურთიერთსასარგებლო კავშირი ახალი ფორმატებით, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორივე ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“. კანონპროექტის ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონია.