ახალი თაღლითური სქემა, ბანკომატების გამოყენებით
1756844042
ნაძალადევის რაიონის თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს. ის ამჯერად ზღვისუბნის მე-9 და მე-10 კვარტლის მაცხოვრებლებს შეხვდა და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
“საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებ. ამჯერად, ზღვისუბნის მე-9 კვარტალს ვეწვიე, სადაც N15ა და N15ბ კორპუსების მცხოვრებლები დამხვდნენ. მათ გამაცნეს უბანში არსებული პრობლემები და ის საკითხები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს.
ვისაუბრეთ ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე. ერთმანეთს გავუზიარეთ მომავლის ხედვა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი უბნისა და დედაქალაქის უკეთესი მომავალი.
მოქალაქეთა ჩართულობას ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ თბილისი იყოს უფრო სუფთა, მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე ქალაქი”- აღნიშნავს ბენდელიანი.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი აღნიშნავს, გააგრძელებს იმ სწორ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რასაც წლებია ,,ქართული ოცნების“ გუნდი წარმატებით ახორციელებს.
“შემდეგი შეხვედრა ზღვისუბნის მე-10ა კვარტლის N43 და N44 კორპუსებს შორის გავმართეთ. ამომრჩევლებმა გამოწვევებთან და საჭიროებებთან ერთად, საინტერესო იდეები გამაცნეს. ამ მნიშვნელოვან პროცესში კი მხარდაჭერა და ნდობა გამომიცხადეს.
ჩვენ ყველა ერთად აქტიურად ვიმუშავებთ ზღვისუბნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. გავაგრძელებთ იმ სწორ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რასაც წლებია ,,ქართული ოცნების“ გუნდი წარმატებით ახორციელებს. რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და მრავალფეროვანი სოციალური პროგრამების გაგრძელებას გულისხმობს.”- წერს ბენდელიანი.