2Pac-ის მკვლელობაში ბრალდებულმა აღიარა, რომ დანაშაული P Diddy-ს დაკვეთით ჩაიდინა

P Diddy

რეპერ თუფაქ შაკურის (2Pac) მკვლელობაში ბრალდებულმა, ბანდა „კრიფსის“ ყოფილმა წევრმა დუეინ დევისმა განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი შონ კომბსი (P Diddy) იყო.

მედიის ცნობით, ამ საქმეში კომბსის მონაწილეობაზე საუბარია დოკუმენტებში, რომლებიც კომბსის წინააღმდეგ შეტანილ ერთ-ერთ სარჩელს ახლავს თან. ჩვენებებში წერია, რომ რეპერი ტრაბახობდა მკვლელობის შეკვეთით და იმით, რომ იმ Cadillac-ის ქირის თანხა, რომლიდანაც 2Pac-ს ესროლეს, მან გადაიხადა.

თუფაქ შაკური 1996 წელს მოკლეს - მის ავტომობილს ლას-ვეგასში ცეცხლი სხვა მანქანიდან გაუხსნეს. დუეინ დევისი მხოლოდ 2023 წელს დააკავეს. სასამართლო პროცესი კი წელს დაიწყო. დევისი ამტკიცებს, რომ P Diddy-მ მას მკვლელობაში 1 მილიონი დოლარი გადაუხადა.

P Diddy ნიუ-იორკში, შარშან დააკავეს. მას ბრალად ადამიანებით სექსუალური მიზნებით ვაჭრობა, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და ადამიანების გატაცება ედებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა რეპერის საქმეზე ვერდიქტი გამოაცხადეს და ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლეს. თუმცა მის წინააღმდეგ ათობით კერძო საჩივარიცაა შეტანილი, რომელთა ავტორებიც მას ძალადობაში ადანაშაულებენ.