1750402427
მნიშვნელოვანია, თუ რა ღონისძიებები იქნა გამოყენებული ამ ჭრილში და იყო თუ არა ყველა ეს ღონისძიება უკიდურესად აუცილებელი იმ სიტუაციის მართვისთვის, რაც იმ დღეს ხდებოდა - დავით მათიკაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე

"ერთი მხრივ, იყო აშკარა, რომ ხდებოდა მომიტინგეთა მხრიდან ძალადობრივი თავდასხმა საქართველოს პარლამენტის სასახლეზე და მცდელობა პარლამენტის სასახლის დაკავების. თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, თუ რა ღონისძიებები იქნა გამოყენებული ამ ჭრილში და იყო თუ არა ყველა ეს ღონისძიება უკიდურესად აუცილებელი იმ სიტუაციის მართვისთვის, რაც იმ დღეს ხდებოდა" - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.
მისი თქმით, ამ მიმართულებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ასევე მნიშვნელოვანია.
"ერთი მხრივ, იყო აშკარა, რომ ხდებოდა მომიტინგეთა მხრიდან ძალადობრივი თავდასხმა საქართველოს პარლამენტის სასახლეზე და მცდელობა პარლამენტის სასახლის დაკავების. თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, თუ რა ღონისძიებები იქნა გამოყენებული ამ ჭრილში და იყო თუ არა ყველა ეს ღონისძიება უკიდურესად აუცილებელი იმ სიტუაციის მართვისთვის, რაც იმ დღეს ხდებოდა. ამ მიმართულებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ასევე მნიშვნელოვანია. კითხვები აქაც არის აქტუალური. მით უმეტეს, იმ მოვლენების შემდგომ, რაც 20 ივნისს მოჰყვა და იმ ძალადობრივი აქციების ფონზე, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართა, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად სხვა ფორით საპოლიციო ღონისძიებები," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.