სოციალური პლატფორმები Facebook, Messenger, Instagram გაითიშა
1781272349
გახარიას პარტია მშვიდობიანი აქციის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის ინიციატივით შედის.
მმართველი გუნდის შეფასებით, გახარიას პარტიის წევრების მხრიდან პროტესტის უფლებებზე საუბარი პოლიტიკური სპეკულაციაა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახარიას პარტიას 2019 წლის 20 ივნისის აქციას და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს, რომლითაც 20 ივნისის მოვლენების დროს ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება დაევალა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.
„შეკრება მანიფესტაციის“ კანონთან დაკავშირებით არაერთი კრიტიკა მოგვისმენია ოპონენტების მხრიდან, თუმცა ყველა შემთხვევაში, როდესაც ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში ხვდებოდა, დასტურდებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყო მართებული. ცნობილია, რომ 20 ივნისის საქმეზე საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოში დაადასტურა, რომ პარლამენტზე შტურმს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ასეთ დროს სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას. იმის გამო, რომ მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა ამ აქციის შეწყვეტის ოპერაციას, ისე დაიგეგმა ოპერაცია, რომ სახელმწიფოს დაუდგინდა დარღვევა. მივიღეთ მრავალი დაზარალებული და სახელმწიფოს ევროპული სასამართლოს წინაშე უწევს ამ დარღვევების გამოსწორებაზე ზრუნვა. ის კანონმდებლობა, რომელზეც გახარიას გუნდი უთითებს, არცერთი მათგანი არაა გასაჩივრებული ევროპულ სასამართლოში. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფომდე მოსული არაა ეს საჩივრები. ამ ფონზე, როდესაც ევროპულ სასამართლოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ შეუფასებია, არის პოლიტიკური სპეკულაცია“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.