„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
"კიდევ ერთი დასტური, თუ როგორ იღებს მითითებებსა და დავალებებს ოპოზიცია გარე ძალებისგან" - ასე აფასებს "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, რომელში პატიმარი პრეზიდენტი თავად ადასტურებს, რომ ლიტვაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებს შეხვდნენ, შეხვედრის მიზანი კი უცხოელი პარტნიორებისგან მორიგი დავალების მიღება იყო.
სააკაშვილი ციხიდან ამტკიცებს, რომ უცხოელმა პოლიტიკოსებმა ოპოზიციას მასთან გაერთიანება ურჩიეს, რაზეც უარი მიიღეს.
მმართველ გუნდში სწორედ უცხოეთიდან მიღებული დავალებების შემსრულებელ ქართულ ოპოზიციაზე აკეთებენ აქცენტს.
"ლიტვაში IRI-ს მოწყობილ კონფერენციაზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი ჩემთან გაერთიანებაა. ამაზე ამ ოპოზიციონერებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მიშასთან არ გვინდა, ეს ჩვენს მომხრეებს არ სურთო და მიშა ერთიანობის ჩამშლელიაო. ჯერ ერთი, დროა თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ, გარდა თქვენი ვიწრო კუტოკებისა და მეორეც, მთელი ეს წლები დავდივარ "მოდი გავერთიანდეთ" ლოზუნგით და თქვენ კი კრეისერული სიჩქარით გამირბიხართ და ისევ მე მხედავთ მთავარ პრობლემად," - აღნიშნავს სააკაშვილი.