„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება და მას ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდისა და მისი პოლიტიკური მემკვიდრეების მფარველობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, გერმანელი დიპლომატის, ჰანს-დიტრიხ გენშერის მსგავსად, დღესაც გერმანელი პოლიტიკოსები „შევარდნაძის შვილობილების“ დაცვას ცდილობენ. გამსახურდია აღნიშნავს, რომ შევარდნაძე-გენშერის შეხვედრებს შევარდნაძის დროინდელი კადრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს ვერ გააკეთებენ .
„პუტჩის მერე, ედიკას და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი ეგდო გენშერი. მახსოვს ზვიადის მომხრეების დასარბევად, გერმანული ნაგაზები ჩამოუყვანა ედიკას. ეტყობა ეხლა ეს ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება, ედიკას შვილობილების დაცვაში. იქ, შეხვედრაზე, ბევრი ედიკას დროინდელი ლეშიც ესწრებოდა, რომლების ქვეყნის საქმეს ვერ გააკეთებენ.“- წერს გიორგი გამსახურდია.