გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
"მაშინ, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში, ნებისმიერ ნაბიჯზე, 4 წლის განმავლობაში, ვხედავდით პროპაგანდისტულ ნიაღვარს, მაგალითად, დანიასთან დაკავშირებით ერთი შეფასებაც ვერ მოვისმინეთ," - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა დანიაში განვითარებულ მოვლენებს.
მისივე განცხადებით, საქართველოზე ბევრად უფრო რთული მდგომარეობა უკრაინასა და მოლდოვაშია, თუმცა მათ მიმართ კრიტიკული სტატიები თუ რეზოლუციები არ ჩანს.
"ბევრად უფრო რთული მდგომარეობაა უკრაინაში და მოლდოვაში, მაგრამ ვერ ვხედავთ ვერცერთ კრიტიკულ სტატიას, ჩანაწერს თუ რეზოლუციას - სწორედ ამას ვგულისხმობთ იმაში, რომ ჩვენთან მიმართებაში არის ორმაგი სტანდარტები.
ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის გულდასაწყვეტია. არასოდეს საქართველო პროაქტიულად და თავისი ინიციატივით არ ყოფილა კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, ჩვენი განცხადება ყოველთვის იყო რეაქცია მათ უსამართლობაზე," - აცხადებს თორნიკე ფაღავა.
ავლენს თუ არა კოპენჰაგენი ორმაგ სტანდარტს, როცა დანია აკრიტიკებს ქართულ დემოკრატიას და ქართველ სამართალდამცავებს, საკუთარ ქვეყანაში კი მომიტინგეებს სასტიკად უსწორდება, აკავებს და გამოხატვის თავისუფლებას უკრძალავს - ამ კითხვაზე პასუხს "რუსთავი 2" დანიის საელჩოსგან ამ დრომდე ელოდება.
13 მაისს, დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 20-მდე მოქალაქე დააკავა, ათეულობით კი დაშავდა. ადგილობრივი მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლებით, როგორ გაუსწორდა პოლიცია აქტივისტებს, მათ შორის, პრესის წარმომადგენლებს. ამ დროს, დემონსტრანტები დანიის ხელისუფლების მხრიდან, ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვაში დახმარებას აპროტესტებდნენ.